2024 წელსაც ჩვენ ერთი სანტიმეტრითაც არ მოვშორდებით უკრაინას | გერმანიის საგარეო

გამოქვეყნდა:

2024 წელსაც, ჩვენ ერთი სანტიმეტრითაც არ მოვშორდებით უკრაინას -  ასე ეხმაურება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაზე რუსეთის დღევანდელ მასიურ თავდასხმებს.

"წლის მიწურულს, რუსეთმა კიდევ ერთხელ დაატეხა თავს ტერორი უკრაინას. 100-ზე მეტმა რაკეტამ და დრონმა გაანადგურა მათ შორის, სამშობიარო სახლი. 2024 წელსაც ჩვენ ერთი სანტიმეტრითაც არ მოვშორდებით უკრაინას და მის გვერდით ვიდგებით", ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში

 

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის სხვადასხვა ქალაქებზე, მათ შორის, კიევზე დღეს მორიგი მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი