"მთავარის" ინფორმაციით, ქარელში, ქმრის მიერ დაჭრილ ახალგაზრდა გოგოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება | სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტში, ქმრის მიერ დაჭრილი 23 წლის გოგოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ახალგაზრდა ქალი, მძიმე დაზიანებებით, თავდაპირველად ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით კი ოჯახის მოთხოვნით ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოში. თუმცა, მედიკოსებს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო შაქშაქეთში, ქმარმა ცოლი დანით დაჭრა. ახალგაზრდა ქალს თავის არეში დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული, სავარაუდო დამნაშავე კი დაკავებულია. ხაშურის რაიონულ სასამართლოში უკვე ჩაინიშნა პროცესი, სადაც მის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ასევე ნახეთ:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი