უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია

გამოქვეყნდა:

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები Telegram არხზე ავრცელებს და წერს, რომ განგაში MiG-31K-ის აფრენას უკავშირდება.

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

ცნობისთვის, 29 დეკემბერს, რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა, 120 კი დაშავდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი