შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული რევაზიშვილის წერილი ციხიდან - ოპოზიციის შეფასებები

გამოქვეყნდა:

პოლიტიკოსებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ნიკოლოზ რევაზიშვილის წერილში აღწერილი ფაქტები სიმართლეა და გახმაურებულ საქმეს მაღალჩინოსნები აყალბებენ.

ოპოზიციას ბუნდოვან ვითარებაში მოკლული გიორგი შაქარაშვილის საქმე ხორავას ქუჩის საქმეს აგონებს.
სადაც ასევე, კონკრეტული მაღალჩინოსნების დავალებით, გამოძიება მტკიცებულებებს აქრობდა და ფაქტებს აყალბებდა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ რევაზიშვილის წერილის შინაარსი სიმართლეა. მისივე თქმით, სისტემა არ მუშაობს დანაშაულის წინააღმდეგ. 

ყველანაირი საფუძველი არსებობს, რომ ამ წერილის შინაარსი იყოს სიმართლე და ამაზე ჩვენ შეგვიძლია საუბარი გამომდინარე იმ გახმაურებული საქმეებიდან, რომელიც არაერთი იყო. გავიხსენოთ იგივე ხორავას საქმე, რა ხდებოდა და როგორ მიდიოდა იქ კონკრეტული ადამიანების დაფარვა. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ჩვენ გაქვს საქმე სისტემასთან. სისტემა, რომელიც მუშაობს დანაშაულის საწინააღმდეგოდ კი არა, დანაშაულებრივად მუშაობს სისტემა, რაც გამოიხატება იმაში, რომ დიახ, კონკრეტული ადამიანებიდან და კონკრეტული ინტერესებიდან გამომდინარე მათ სულ სხვა მიმართულებით მიჰყავთ გამოძიება, - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი, სანდრო ბარამიძე ფიქრობს, რომ შემთხვევა ტრასის შორიახლოს მოხდა. მისივე თქმით, ახლა უნდა გამოვლინდეს, რამდენად მონაწილეობდა ან არ მონაწილეობდა ტრასაზე რევაზიშვილი.

შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი