კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ადგილზე სამძებრო სამუშაოები ისევ გრძელდება. 

ცნობისთვის, 29 დეკემბერს, ოკუპანტებმა დაბომბეს კიევი, ხარკოვი, ლვოვი, ზაპოროჟიე, დნიპრო და ოდესა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, სავაჭრო ცენტრები და საავადმყოფოები. 

1-ლი იანვარი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი