"ომი მრავალი თვე გაგრძელდება" | ნეთანიაჰუ

გამოქვეყნდა:

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, "ჰამასის" წინააღმდეგ ომი თვეების განმავლობაში გაგრძელდება. 

მისი თქმით, ისრაელის ძალებმა ომში "8000-ზე მეტი ტერორისტი გაანადგურეს". ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომი 7 ოქტომბერს დაიწყო, დაჯგუფება თავს დაესხა ისრაელს, რის შედეგადაც, ისრაელის ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა 1200 და მძევლად აიყვანეს 240 ადამიანი.

"ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ არ მივაღწევთ ომის მიზნებს, კერძოდ : „ჰამასის“ ლიკვიდაციას და ყველა ჩვენი მძევლის გათავისუფლებას. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ღაზა აღარ იყოს საფრთხე ისრაელისთვის", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელმა "ჰამასის" თავდასხმას ღაზის სექტორზე ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმებითა და სახმელეთო შეტევით უპასუხა. "ჰამასის" მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის თავდასხმის შედეგად 21 672 ადამიანი დაიღუპა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი