ტაილანდში ნავი კლდეებს შეეჯახა | დაიღუპა 1, დაშავდა ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი

გამოქვეყნდა:

ტაილანდში, პუკეტზე ნავი კლდეებს შეეჯახა, რის შედეგადაც რუსი ქალი დაიღუპა და დაშავდა ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი.

მედიის ცნობით, ტურისტები კუნძულ ფი-ფიზე ექსკურსიიდან ბრუნდებოდნენ, როდესაც ავარია მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩქაროსნული ნავი, რომელშიც ჩინელი და რუსი ტურისტები იმყოფებოდნენ, მაიტონის კუნძულის პერიფერიაზე კლდეებს შეეჯახა. მსხვერპლთა შორის იყო მძიმედ დაშავებული უცხოელი სტუმარი, უგონო მდგომარეობაში მყოფი 3 წლის ბავშვი და ჩქაროსნული ნავის კაპიტანი. კაპიტანი და ბავშვი ჩალონგის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში რჩებიან.

შეჯახების გამომწვევი მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი