2024 | არჩევნების წელი მსოფლიოში

გამოქვეყნდა:

2024 წელი მსოფლიო პოლიტიკისთვის გადამწყვეტი წელია. მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი მიმდინარე წელს არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. არჩევნები გაიმართება ამერიკის შეერთებულ შტატებში,სადაც 350 მილიონზე მეტი ამომრჩეველი პრეზიდენტსა და კონგრესის წარმომადგენლებს აირჩევს.

მიმდინარე წლის ზაფხულში არჩევნები იქნება ევროპარლამენტშიც.  ევროკავშირის მოქალაქეები გადაწყვეტენ ვინ იქნება მათი წარმომადგენელი ევროპის საკანონმდებლო ორგანოში და ის 720 დეპუტატისგან დაკომპლექტდება. ახალი პარლამენტი კი პრეზიდენტს აირჩევს და ასევე ევროკომისიას დააკომპლექტებს. 

უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნებია შემოდგომაზე საქართველოშიც, რომელსაც დასავლური სამყარო გამადიდებელი შუშით დააკვირდება. გადამწყვეტი არჩევნების წინ კი ოლიგარქი ივანიშვილი კულისებიდან პოლიტიკურ სცენაზე დაბრუნების გადაწყვეტილებას იღებს.
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი