აგარაკების შემდეგ აპარტამენტები | რუსეთი ბიჭვინთას მთლიანად იფორმებს

გამოქვეყნდა:

რუსეთი ბიჭვინთას მთლიანად გადაიფორმებს - ამ საფრთხეს უკვე თავად დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ხედავენ. ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ ხმაურიანი განხილვისა და მოსახლეობის პროტესტის შემდეგ ახლა უკვე ოკუპანტი ქვეყნისთვის ბიჭვინთის აპარტამენტების გადაცემის საკითხი დგას დღის წესრიგში. საუბარია საკმაოდ დიდ და პრესტიჟულ ტერიტორიაზე, სადაც ეს აპარტამენტები უნდა აშენდეს.  

აფხაზეთში უკვე იციან, რომ ამ ქონების შემსყიდველები რუსეთის მოქალაქეები იქნებიან, რადგან აფხაზეთში სხვა არავინ არაფერს ყიდულობს და ამდენი ფული არც თავად აფხაზებს აქვთ. სამზადისი ე.წ საკანონმდებლო დონეზე კი უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მიწების გაყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე "კონსტიტუციით" იკრძალება, თუმცა ექსპერტების შეფასებით რუსეთი დიდი ხანია ემზადება თავისი გეგმის განსახორციელებლად და სწორედ ამ გეგმის ნაწილია, რომ ახლა მარიონეტულმა ხელისუფლებამ მოძებნა გზა, როგორ შეიძლება ამ ჩანაწერს გვერდი აუარონ და მიზანს მიაღწიონ.

ე.წ. ხელისუფლებამ გადაწყვიტა ცვლილებები შეიტანოს "მიწის კოდექსში". შესაბამისი "კანონპროექტი" ახალი წლის წინა დღეს უკვე წარადგინეს "პარლამენტში". აქ მნიშვნელოვანია ერთი ჩანაწერი, "დოკუმენტი" ითვალისწინებს ბინების ასაშენებლად მიწის ნაკვეთების გამოყოფას "პარლამენტის" გვერდის ავლით. 

მიწის ნაკვეთების გამოყოფაზე თანხმობას გასცემენ რაიონის ან ქალაქების "მუნიციპალიტეტები" მხოლოდ "მინისტრთა კაბინეტთან" შეთანხმებით.

 აპარტ-სასტუმროების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთებზე მიწის გადასახადი ეკისრება აპარტ-სასტუმროს მესაკუთრეს, ასევე შესაბამის აპარტ-სასტუმროში მდებარე ბინების და სხვა კომერციული ფართების მფლობელებს. 

ჰოტელ-აპარტამენტების ასაშენებლად, სახელდება კონკრეტული ტერიტორიებიც - ესენია ბიჭვინთა, გაგრა, გულრიფშის რაიონი. ასევე გუდაუთის რაიონში კურორტი ავათხარა. აპარტამენტები ერთიანობაში მოიცავს 30 ათას ბინას და დაახლოებით 90-100 ათას ადამიანზეა გათვლილი. ისინი ძირითადად იქნებიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც შეიძენენ და გახდებიან მესაკუთრეები. ეს პირდაპირ უქმნის დემოგრაფიას პრობლემას და როგორც სპეციალისტები ამბობენ უარყოფითად აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი