მორიგი შეთანხმება - "გირჩი" რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან ერთად განცხადებას გააკეთებს

გამოქვეყნდა:

მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა (პროკურატურა და სუს-ი), ეკონომიკა და განათლების სისტემა, - შვიდი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ამ საკითხებზე სასაუბროდ დღეს, 29 აგვისტოს, შეიკრიბა. "გირჩის" მიერ ორგანიზებულ შეხვედრას "ევროპული საქართველოს", "ნაციონალური მოძრაობის", "სტრატეგია აღმაშენებლის", "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო," "მოქალაქეებისა" და "ლელო საქართველოსთვის" წევრები ესწრებოდნენ.

ცნობილია, რომ ხელისუფლების ოპონენტებმა ამ საკითხებზე გარკვეულ კონსენსუსსაც მიაღწიეს - კონკრეტულად რაზე შეთანხმდნენ პარტიების წარმომადგენლები, ამ თემაზე განცხადებას ხვალ გააკეთებენ. 

ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "გირჩის" მაგიდის იგვლივ შეკრებილი ოპოზიციური პარტიები გარკვეულ შეთანხმებამდე მივიდნენ. 2020 წლის 13 მარტს მათ საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის დაშლის პირობა დადეს და შესაბამისი მემორანდუმიც გააფორმეს. მაშინ ამ მემორანდუმს ხელი 17-მდე ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი