აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი პოზიციების დათმობას არ აპირებს და პირველად არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ბრძოლას განაგრძობს. დონალდ ტრამპი უზენაეს სასამართლოში ასაჩივრებს კოლორადოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც მას პრაიმერიზში მონაწილეობას უკრძალავს.
თუმცა, კოლორადო არ არის ერთადერთი შტატი, ვინც ტრამპის საწინააღმდეგო პოზიციას ხისტად აფიქსირებს. სასამართლო დავების მიუხედავად, "რესპუბლიკელების" საპრეზიდენტო კანდიდატი შესაძლოა მაინც დონალდ ტრამპი იყოს და ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები 4 წლის წინანდელი სცენარით განვითარდეს.