ევროპის უკანასკნელი დიქტატორი პოზიციებს იმყარებს. ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მას სამუდამო იმუნიტეტს და უვადო პრივილეგიებს უკანონებს. თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც მას უსასყიდლოდ გადაეცემა უძრავი ქონება, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია და საშემოსავლო გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება. ამავე ბრძანებით ბელარუსის პრეზიდენტის გარდა ხელშეუხებელი ხდება მისი ოჯახიც და კიდევ ერთი ცვლილება, რომელსაც ლუკაშენკოს ხელმოწერილი დოკუმენტი ითვალისწინებს პრეზიდენტის პოლიტიკურ ოპონენტებს ეხება.