გუშინ, 29 აგვისტოს ფოთში მომხდარი ავარიის შედეგად 36 წლის კაცი გარდაიცვალა.
ახალგაზრდა კაცი მოტოციკლით მალთაყვის ხიდზე გადავარდა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა ექიმების ცნობით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში, 2020 წელს, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობა 2270-ს აღწევს, რის შედეგადაც 203 ადამიანი დაიღუპა.
რაც შეეხება ავარიებს, სადაც მოტოციკლები ფიგურირებს, 2020 წელს ასეთ შემთხვევათა რაოდენობა 67-ია, უკანასკნელი ინციდენტი კი მსხვერპლით დასრულდა.