აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე საქართველოში ბრუნდება

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ვარშალომიძე საქართველოში ბრუნდება. აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა ვიდეომიმართვა ცოტა ხნის წინ, ტრაბზონიდან გაავრცელა. 

ვარშალომიძის განმარტებით, ის უარს ამბობს უკრაინაში უზრუნველად ცხოვრებაზე და სამშობლოში "რუსული ოცნების" დასამარცხებლად ბრუნდება.

თუ ვინმეს ეგონა უკრაინაში მაღალი პოზიციის გამო საქართველოს ბედზე ხელს ჩავიქნევდი და ამ საბედისწერო მომენტში პირად კომფორტს ვამჯობინებდი, ძალიან შეცდა. მე ახლა ვარ ტრაბზონში და ზუსტად 2 საათში, ჩემს საყვარელ ბათუმში თქვენთან ერთად ვიქნები, რათა ერთად მოვიშოროთ თავს მოხვეული "რუსული ოცნება", - ამბობს ვარშალომიძე ვიდეომიმართვაში.

ლევან ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური მთავრობის ხელმძღვანელი 2004-2012 წლებში იყო. 21 მაისს იგი უკრაინის საინვესტიციო ოფისის თავმჯდომარედ დაინიშნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი