ოკუპანტი ქვეყნიდან პროვოკაციები გრძელდება. ამჯერად კრემლი აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ბრიკსის თამაშებში იწვევს. 10 ქვეყნის ალიანსის საზაფხულო თამაშებში კი მთავარი როლი ოცნების ხელისუფლების სტრატეგიულ მოკავშირეს, ჩინეთის რესპუბლიკას აქვს, რომელმაც ერთი თვეა აფხაზი სპორტსმენების სტუმრობის შესახებ იცის, თუმცა ეს ფაქტი საჯაროდ ამ დრომდე არ გაუპროტესტებია. კრემლის მორიგ პროვოკაციაზე დუმს ოფიციალური თბილისიც.