რუსმა ოკუპანტებმა დნიპროს დრონებით შეუტიეს | დაშავდა 2 ადამიანი

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა წუხელ დნიპროს დრონებით შეუტიეს. თავდასხმის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. დაზიანდა მაღალსართულიანი შენობა და განადგურდა რამდენიმე ავტომობილი.

დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დიმიტრი ლისაკის თქმით, დაზიანებულ კორპუსში 22 ოჯახი ცხოვრობდა. 

ქალაქზე განხორციელებული თავდასხმის შედეგების ლიკვიდაციაში 45 მაშველი და 11 ერთეული სახანძრო-სამაშველო და სპეციალური ტექნიკა იყო ჩართული.

ლისაკმა ასევე აღნიშნა, რომ შაბათს საღამოს დნეპროპეტროვსკის რეგიონში რუსების მიერ გაშვებული 7 დრონი გაანადგურეს.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი