შავი ზღვის თავზე რუსულმა ბომდამშენებმა სახიფათო მანევრი განახორციელეს

გამოქვეყნდა:

ორმა რუსულმა ბომბდამშენმა უსაფრთხოებისა და პროფესიონალური ნორმების დარღვევით ამერიკულ ბომბდამშენს გზა გადაუჭრა. მანევრი შავი ზღვის თავზე, ნეიტრალურ წყლებში განხორციელდა. მომხდარის შესახებ განცხადება შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ევროპის სარდლობამ ფაქტის დაფიქსირებიდან მეორე დღეს გამოაქვეყნა.

განცხადების მიხედვით, რუსმა პილოტებმა ამერიკულ თვითმფრინავს გზა რამდენჯერმე, დაახლოებით 30 მეტრში, ჩაუჭრეს. 

მსგავსი ქმედებები ზრდის ჰაერში შეჯახების ალბათობასა და არ შეესაბამება ფრენის საერთაშორისო წესებს -  ნათქვამია შტატების საჰაერო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი