რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქიც დაბომბეს | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ცნობით, დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი ზმიევი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. 

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი სახლის ნანგრევებში ქალის ცხედარი იპოვეს.

"დაახლოებით 10:30 საათზე სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა დაასრულეს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მტრის სარაკეტო დარტყმის ადგილზე... მათ 63 წლის ქალის ცხედარი კერძო სახლის ნანგრევებიდან ამოასვენეს," - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი