უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის მიმართულებაზე რუსული ელექტრონული სისტემა TIRADA-2 გაანადგურეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა დონეცკის მიმართულებით უახლესი რუსული ელექტრონული საბრძოლო სისტემა, TIRADA-2 გაანადგურეს. უკრაინის არმია ფაქტის ამსახველ ვიდეოკადრებსაც ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსული რადიოელექტრონული კომპლექსი მე-3 ცალკეული ბრიგადის ოპერატორებმა დონეცკის მიმართულებით სადაზვერვო ოპერაციების დროს აღმოაჩინეს, ხოლო კოორდინატების დადგენის შემდეგ,  ცეცხლი გაუხსნეს. ზუსტი დარტყმის შედეგად კი,  კომპლექსი მთლიანად განადგურდა.

ცნობისთვის, რუსული სარაკეტო თავდაცვის კომპლექსი TIRADA-2 შექმნილია საკომუნიკაციო თანამგზავრების ჩასახშობად. რუსებმა მისი განვითარება 2018 წლის შემოდგომაზე დაასრულეს და უკვე 2019 წლის გაზაფხულზე კომპლექსი ოკუპირებული ლუგანსკის რეგიონის ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი