"მთავარმა არხმა" ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძეზე თავდასხმის კადრები მოიპოვა [VIDEO]

გამოქვეყნდა:

"მთავარმა არხმა" ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძეზე თავდასხმის კადრები მოიპოვა, სადაც ჩანს, როგორ ისვრიან სხვადასხვა ნივთებს თავდამსხმელები.

შემთხვევა 5 იანვარს საღამოს, ორბელიანის მოედანზე მოხდა. ნაზღაიძესა და მის მეგობრებს თავს 30-მდე პირი დაესხა. მისივე ცნობით, სცადეს დანის დარტყმაც.

მომხდარზე ამ დრომდე არავინაა დაკავებული. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო. გამომძიებლებმა მეორე დღეს გამოკითხეს ნაზღაიძეც. 

იხილეთ ასევე:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი