არმია ევროკავშირისთვის | იტალიის ინიციატივა EU-ს თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის

გამოქვეყნდა:

არმია ევროკავშირისთვის. გლობალური პოლიტიკა ევროპის კონტინენტს ახალ პირობებს კარნახობს. იტალიის ვიცეპრემიერმა ევროკავშირის სტრუქტურებაში სამხედრო კომპონენტის შემოტანის აუცილებლობაზე ისაუბრა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე ევროკავშირს სჭირდება თავდაცვის დამატებითი ქოლგა - მიიჩნევს იტალიელი პოლიტიკოსი. ევროკავშირისთვის შეშფოთების დამატებითი მიზეზი შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებიცაა, რომელშიც კვლავ მონაწილეობს დონალდ ტრამპი. ცნობილია, რომ ის არ გამორიცხავს საჭიროების შემთხვევაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დატოვებას - რაც ევროპის უსაფრთხოებისთვის გლობალურ საფრთხედ შეიძლება იქცეს.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი