გერმანიაში 2023 წელს თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა 50%-ზე მეტით გაიზარდა - ამ მოთხოვნით ქვეყნის ხელისუფლებას 351 915-მა ადამიანმა მიმართა.
როგორც Spiegel წერს, თავშესაფრის მაძიებელთა სიაში საქართველო მეექვსე ადგილს იკავებს, 2023 წელს გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 9 399 მოქალაქემ ითხოვა.
"თაავშესაფრის ყვეალზე დიდი ჯგუფი სირიიდანაა - 104 651 ადამიანი, შემდეგ თურქეთი,- 62 624, ავღანეთი - 53 582, ერაყი - 12 360, ირანი 10 206, საქართველო 9 399 და რუსეთი - 9 028", - წერს გამოცემა.
გამოცემა წერს, რომ დეკემბერში თავშესაფრის მიღების ახალი პროცედურების რაოდენობა წინა თვეებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა. პირველად განაცხადი 23 025-მა ადამიანმა მიიღო, ნოემბერში - 35 316 და ოქტომბერში - 31 887.