საფრანგეთის პრემიერი თანამდებობიდან გადადგა

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრემიერმინისტრი ელისაბედ ბორნი პოსტზე დანიშვნიდან ორ წელზე ნაკლებ დროში თანამდებობიდან გადადგა.

ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თავისი მთავარი გუნდის ევროპულ არჩევნებამდე შეცვლას აპირებდა. განცხადებაში მაკრონმა თქვა, რომ ბორნმა აჩვენა "გამბედაობა, ერთგულება და მონდომება" მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.

ვინ დაინიშნება ამ პოსტზე, ჯერჯერობით უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი