თეთრი სახლის ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა | მძღოლი დაკავებულია

გამოქვეყნდა:

CNN-ის ცნობით, ვაშინგტონში, თეთრი სახლის ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მანქანის მძღოლი დაკავებულია. აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სპიკერის, ენტონი გულიელმის თქმით, მომხდარზე  გამოძიება მიმდინარეობს.

"მანქანა თეთრი სახლის კომპლექსის გარე ჭიშკარს საღამოს ექვს საათამდე შეეჯახა. მძღოლი დაკავებულია. ჩვენ ვიძიებთ შეჯახების მიზეზს", - თქვა საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელმა.

დეკემბრის დასაწყისში პრეზიდენტ ბაიდენის კორტეჟს მანქანა შეეჯახა, ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი