საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტში დღეს ნახევრად ცარიელ დარბაზში ჩაივლის. ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას არ დაესწრება.
"ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის შეკითხვების დასმას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა აზრი, თუ ის არ იქნებოდა ნომინალურ ფიგურა.
ბოიკოტის რეჟიმშია "პატრიოტთა ალიანსი" და დღევანდელ სხდომას არც ისინი დაესწრებიან.
ზოგადად კი ოპოზიციას აინტერესებს ახსენებს თუ არა ქვეყნის პირველი პირი მთავარ გამოწვევას - ოკუპაციას, რუსეთს და ე.წ. გავრილოვის პატიმრებს. მათივე თქმით, საინტერესოა ზურაბიშვილის პასუხი, რატომ არ იწყალებს ის დეკანოზ გიორგი მამალაძეს და აპირებს თუ არა პოლიტპატიმრების, მაგალითად გიგი უგულავას შეწყალებას. თუმცა, ხელისუფლების ოპონენტებს სალომე ზურაბიშვილის გამბედაობის იმედი არ აქვთ
მე ერთი რამ მაინტერესებს, გაბედავ თუ არა რომ ახსენოს სიტყვა რუსეთი,მე არა მჯერა რომ ამ სიტყვას იტყვის. წინასაარჩევნოდ როგორც ჩანს, რუსეთის კრიტიკაზე უფლება აიღეს თავად რუსებისაგან" განაცხადა რომან გოცირიძემ
ჩვენი ერთადერთი სურვილია რომ პრეზიდენტმა ახალი სისულელეები არ ილაპარაკოს დღეს და ქვეყანა კიდევ ერთხელ არ დააზარალოს, როგორც ეს გააკეთა არაერთხელ. არ გვაქვს მასთან სერიოზული შეკითხვები- განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა ირმა ნადირაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილს საკანონმდებლო ორგანოში 1 საათიანი გამოსვლა ექნება. მისთვის შეკითხვების დასმა რეგლამენტით არ არის გათვალისწინებული, ამიტომ დამოუკიდებელი დეპუტატები ფრაქციის სახელით ისარგებლებენ და ზურაბიშვილს ისე დაუსვამენ შეკითხვებს.
"ოცნებიდან" წასული დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ის ერთ ერთია ვინც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი, თუმცა ახლა თვლის, რომ პრეზიდენტმა იმედები გაუცრუა, როდესაც არ დააფიქსირა არავითარი პოზიცია მოსამართლეების დანიშვნის, პროკურატურაში მიმდინარე პროცესებსა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით:
სალომე ზურაბიშვილი მოგვევლინა ყველა იმ საკითხის "გამპრავებლად" რაც შეეხება ადეიშვილის მოსამართლეების უზენაეს სასამართლოში გადაბარებას, ეგუება ისევ იმ პროკურატურას, ეგუება კორუფციას, ეგუება სახელმწიფო ინსტიტუტების ერთ ადამიანის ხელში კონცენტრირებას - აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.
მექნებოდა მოლოდინი, რომ მან ალბათ უნდა ისაუბროს ამ პოლიტიკურ მწვავე პროცესზე, გამოსავალზე და ასევე ველოდები რადგან ის არის ქალი პრეზიდენტი, ბოლო პერიოდში ისევ დგას მწვავედ ქალთა ძალდობის ფაქტები, აქ სად ხედავს ის თავის როლს და პრეზიდენტის მანდატს" აცხადებს ეკა ბესელია
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, ქვეყანაში უმძიმესი კრიზისია ყველა მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკური კრიზისიც, რასაც ხელისუფლება არ აღიარებს და შეკითხვები ბევრია, თუმცა როგორც ინაშვილი ამბობს, საარჩევნო სისტემაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი პარტიაც ბოიკოტის რეჟიმში რჩება
"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე კი მოსახლეობას ურჩევს სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას არ უსმინონ და ნერვებს გაუფრთხილდნენ