ტრაგედია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალიში - 2 გარდაცვლილი ჭიდან ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.
ცხედრები ექსპერტიზაზე გორის პროზექტურაში გადაასვენეს.
რუისელი ძმები, რომლებიც ხაშურის მუნიციპალიტეტში სამუშაოდ იმყოფებოდნენ, ჭაში დაიხრჩვნენ. შემთხვევა სოფელ ალიში, რამდენიმე საათის წინ მოხდა.
"მთავარს" მომხდარი შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა. გამოძიება სსკ 116-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.