რეგულაციები სკოლებში - 14 სექტემბერს საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების რეგულაციები სკოლის ადმინისტრაციისთვის თავსატეხად იქცა. რეკომენდაციებით, რომელიც ჯერ მხოლოდ ფურცელზეა გაწერილი, სასწავლო ოთახებში მოსწავლეთა რაოდენობა არ იზღუდება, მაგრამ მათ ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა მაინც მოუწევთ. 

მოუწესრიგებელი სველი წერტილები და გაუმართავი ინფრასტრუქტურა - ასე ხვდებიან სკოლები დაწესებულ რეგულაციებს. სკოლებში კარგად იციან, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების შესრულებას ვერ შეძლებენ. ამისთვის მათ ელემენტარულად ფინანსები არ ეყოფათ. 

სკოლები რომ დაწესებული რეგულაციების შესრულებას ვერ შეძლებენ, დარწმუნებულები არიან ამ თემაზე მომუშავე ექსპერტები. ამბობენ, რომ სკოლებში არ არის საკმარისი ადამიანური რესურსიც კი. 

"ქართული ოცნების" მიერ, გადადგმულ არასწორ ნაბიჯებზე საუბრობს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ  ის ვალდებულებები რაც დაეკისრა საჯარო სკოლებს არალოგიკურია, რადგან  სკოლის ადმინისტრაციას არ გააჩნია იმის რესურსი, რომ ყველა ვალდებულება შეასრულოს.

სწავლის დაწყებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება, განახლდება თუ არა სწავლა საჯარო სკოლებში და შესრულდება თუ არა ყველა ვალდებულება მსოფლიო პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის შედეგად, ძნელი სათქმელია. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი