გარდაბნის სარწყავ არხში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გამოქვეყნდა:

რამდენიმე წუთის წინ, გარდაბნის სარწყავ არხში 35 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცნობილია, რომ ის ბოლოს ცოცხალი სწორედ საირიგაციო არხთან ნახეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი მამასთან ერთად სათევზაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც ის წყალში გადავარდა.

ადგილობრივების ნაწილის ვერსიით,მამაკაცი თევზაობდა, ხოლო მეორე ნაწილი ყვება, რომ ის ხამსას აგროვებდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა. ასევე  ცნობილი გახდა, რომ  გარდაცვლილი  წარმოშობით რუსთავიდან იყო.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი ეკიპაჟი მუშაობდა. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ მაშველები და მყვინთავები. წყლის დონის დასაკლებად გადაკეტეს არხიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი