
"ჰამასის" მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებების ახალი ეტაპი ეგვიპტეში გაიმართება. ამის შესახებ ეგვიპტის ოფიციალურმა პირებმა Associated Press განუცხადეს.
მედიის ცნობით, კაიროში, მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების ჩასატარებლად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი ხვალ ჩავა, ისრაელის დელეგაცია კი უკვე ჩავიდა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, მძევლების გაცვლის მოლაპარაკებების მცდელობები გასულ კვირას ბეირუთში "ჰამასის" მაღალი თანამდებობის პირის მკვლელობის გამო შეფერხდა.