
პარტია "ქართული არჩევანი" აჭარაში საარჩევნო კამპანიას იწყებს. პოლიტიკურმა ორგანიზაციამ ბათუმში დღეს საარჩევნო შტაბი გახსნა. პარტიის ლიდერმა ბეჟან გუნავამ კი მხარდამჭერებს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.
ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის გაერთიანებულ ოლქში პარლამენტის მანდატისთვის ბადრი შაინიძე, უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად კი მარად აბულაძე იბრძოლებს. ბათუმში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად რუსლან სალაძე, უმაღლეს საბჭოში კი მადონა შაინიძე დაასახელეს.
უახლოეს პერიოდში, პარტია საარჩევნო შტაბს ქობულეთშიც გახსნის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ქობულეთიდან სწორედ მაშინ დაასახელებს.
ცნობისთვის, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ბათუმში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის კენჭს იყრიან:
ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის გაერთიანებულ ოლქში კი გამარჯვებისთვის იბრძოლებენ:
ავტორი: თეა ვაშალომიძე