ავარია თბილისში - პატრულის მანქანა ქვეითად მოსიარულე ბავშვს დაეჯახა

გამოქვეყნდა:

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - თვითმხილველები გვიყვებიან, რომ ლისის ტბის მიმდებარედ, ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს პატრულის მანქანა დაეჯახა. 

ამ წუთებში შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები არიან მობილიზებული. დაახლოებით 12 წლის ბავშვი კი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

"პატრულმა დარეკა, ხო ცოცხალიაო", - გვიყვება თვითმხილველი.

სარედაქციო ჩასწორება - მოგვიანებით გაირკვა, რომ არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. განცხადება პროკურატურამ გაავრცელა. სწორედ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პოლიციელი ქვეითად მოსიარულე ადამიანს დაეჯახა. ბოლო პერიოდში ყველაზე გახმაურებული შემთხვევა, 2020 წლის 26 ივლისის ბოლოს მოხდა, როცა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით სოფელ არაგვისპირთან
ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს შეეჯახა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. პროკურატურამ ამ ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი დააკავა.

მანამდე, მიმდინარე წლის 21 ივლისს, პოლიციის თანამშრომელი ქვეითად მოსიარულე ასაკოვან ქალს დაეჯახა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. 19 მაისსაც, პოლიციელი, რომელიც სამსახურის მანქანას მართავდა, გაბრიელ სალოსის გამზირზე, ქვეითს დაეჯახა. უწყების ცნობით, მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი