ზუგდიდი-თბილისის მატარებლიდან მგზავრი საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

ზუგდიდი-თბილისის მატარებლიდან მგზავრი სამტრედიასთან  ჩამოსვეს. შუახნის მამაკაცი სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილმა სასწრაფო სამედიცინო მანქანის ბრიგადამ, კორონავირუსზე გამოკველვისთვის საკარანტინე ზონაში გადაიყვანა.

მამაკაცი კოვიდ-ინფიცირებული ახალგაზრდა ქალის უშუალო კონტაქტი აღმოჩნდა, რომელსაც კოვიდ-19 ორი დღის წინ დაუდასტურდა და რომელმაც 28 აგვისტოს თბილისი-ზუგდიდის მატარებლით იმგზავრა.

მგზავრის ჩამოყვანის  გადაწყვეტილება სავარაუდოდ, მას შემდეგ მიიღეს, რაც ახალგაზრდა მამაკაცის ვაგონში იზოლირება ვერ მოხერხდა. ირკვევა ისიც რომ სავარაუდო კოვიდინფირებულთან გადაადგილებაზე გაფრთხილებული, ზუგდიდი-თბილისის რეისის არცერთი მგზავრი არ იყო. 

როგორც ცნობილი გახდა, ვაგონში მყოფი პირებიდან, ვინც ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ მამაკაცთან ერთად მგზავრობდა, მხოლოდ 6 პირის სკონტაქტო ნომერი ჩაიწერეს, ხოლო დანარჩენი მგზავრები ყოველგვარი რეკომენდაციის გარეშე გაუშვეს.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 19 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი