შაქარაშვილის საქმე - ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გაიმართება. მცხეთის რაიონულ სასამართლოში მტკიცებულებებს ბრალდების მხარე წარადგენს.

სწორედ დღევანდელ პროცესზე დადასტურდება ან გამოირიცხება ის ვერსიები, რომლებიც გახმაურებულ საქმეზე ამ დრომდე ვრცელდებოდა. ბრალდებულ ლ.შ.-ს ადვოკატის თქმით, ბრალი, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს აცდენილია.

სამართლებრივად თუ შევაფასებთ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ვერ იქნება არგუმენტირებული ბრალდების მხარის პოზიცია, - განმარტავს ადვოკატი ზაქრო გვიშიანი.

შეგახსენებთ, რომ საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი 26 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომა გადაიდო.

შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი