მნიშვნელოვანია, როგორ ჩატარდება 2020 წლის არჩევნები - აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები

გამოქვეყნდა:

აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გვთავაზობენ. დიპლომატების თქმით, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ზეწოლისა და დაშინების ფაქტები კი აღარ უნდა გამოვლინდეს.

საარჩევნო კამპანია, როგორც ხედავთ, იწყება და უკვე შესამჩნევია საკმაოდ დაძაბული რიტორიკა. მე მოვუწოდებ პარტიებს, იმუშაონ ისეთ საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია ამომრჩევლისთვის, - განმარტავს აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი.

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის შეფასებით კი, 8 მარტის შეთანხმების შემუშავებამ კარგი საფუძველი შექმნა შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად. ჰაქცელი აღნიშნავს, რომ მას აინტერესებს როგორ ჩატარდება არჩევნები და არა ის, თუ რომელი პარტია გაიმარჯვებს.

ეჭვგარეშეა, რომ ეს არჩევნები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. პროცესი უნდა ჩატარდეს უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. რაც შეეხება დამკვირვებლებს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები პარტნიორებს შორის, მათ შორის, ეუთოსთანაც, - ამბობს ევროკავშირის ელჩი.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღს პრეზიდენტი დღეს ოფიციალურად დაასახელებსარჩევნების თარიღის ოფიციალურად დასახელების შემდეგ გახსნილად გამოცხადდება წინასაარჩევნო კამპანიაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი