შეთანხმებისთვის სულ უფრო ცოტა დრო რჩება - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კი ურთიერთბრალდებები კიდევ უფრო მწვავდება.
მმართველი პარტია ოპონენტებს ხმებით ვაჭრობაში ადანაშაულებს, რასაც ბრალდებებით პასუხობს ოპოზიცია.
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციას მმართველმა ძალამ საარჩევნო პროექტთან დაკავშირებით ორი ვარიანტი შეთავაზა და არჩევანი ახლა ხელისუფლების ოპონენტებმა უნდა გააკეთონ.
შეთავაზებულია ორი ვარიანტი - 100/50-ზე და 110/40-ზე, ორივე არის შესაძლებელი განხორციელდეს, თვითონ ბარიერს რაც შეეხება, აქაც პრობლემა არ არის, როგორც მანდ სურთ, ერთ პროცენტიანი გაკეთდეს, თუ აქვთ სურვილი 3-იანი, 5-იანი, ჩვენი მხრიდან შეთავაზება იყო, თუ ისინი არ დათანხმდებიან, ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ინიცირებას... დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული შეთანხმდება აუცილებლად მოხერხდება“ - განაცხადა კალაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოფო კილაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს.
ვხედავთ, როგორ გეგმავს ნაც.მოძრაობა სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა სცენარს, ოღონდ ყველა ამას აერთიანებს ის, რომ ეს ყველა არის რევოლუციური სცენარი“ - განაცხადა სოფო კილაძემ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით თუ მოლაპარაკებები ჩავარდება, ქვეყანა სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგება.
ჩიხში შეიყვანა ვითარება ივანიშვილის ნაბიჯებმა, რომელსაც მერე ან თალაკვაძე ახმოვანებს, ან კობახიძე. ჩვენ ამიტომაც ვუდგებით პასუხისმგებლობით, გვსურს ვითარების განმუხტვა, არავის მოტყუებას არ ვაპირებთ, არც თავის მოტყუებას, რომ სადაც არ არის განმუხტვა იმას დავარქვათ განმუხტვა“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.
რეალური შეთანხმება დაპირისპირებულ მხარეებს შორის რომ ჯერ კიდევ არ არის მიღწეული, ამაზე საუბრობს „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი. დეპუტატის თქმით, ცვლილებებისთვის საჭიროა ძირითადი პოლიტიკური პარტიების შეთანხმება.