სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა დატოვა - მისი პოზიცია კი გაუქმდა

გამოქვეყნდა:

თბილისის ღამის ეკონომიკის მენეჯერმა სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია "მთავარს" მერიაში დაუდასტურეს. როგორც პრესსამსახურში ამბობენ, გვარჯალაძემ მასზე დაკისრებული სამუშაო შეასრულა და თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. გარდა ამის, კალაძის უწყებაში ამბობენ, რომ პოზიცია, რომელსაც გვარჯალაძე იკავებდა - მერის მრჩეველი ღამის ეკონომიკის განვითარების კუთხით, გაუქმდება და მის ფუნქციებს მერიის კულტურის საქალაქო სამსახური შეითავსებს. ​

სერგი გვარჯალაძე თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტის მენეჯერად 2018 წლის მარტში დაინიშნა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი