სუს-ის მანქანები ბაჩალიაშვილის საქმეში - უწყება განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

სუს-ი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. საქმე ეხება "მთავარი არხის" ინფორმაციას, რომლის თანახმად, ბაჩალიაშვილს მათი უწყების კუთვნილი ავტომობილები დაყვებიდნენ და უთვალთვალებდნენ.

სუს-ის განცხადებას აუცვლელად გთავაზობთ:

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ მასმედიაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილი ავტომობილების მეშვეობით, გარდაცვლილი თ. ბაჩალიაშვილის მიმართ შესაძლო თვალთვალის განხორციელებასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, სამსახურის სახელით გვსურს თანავუგრძნოთ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ აღნიშნულ ტრაგიკულ შემთხვევასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია. 

მიზანმიმართულად გავრცელებულ ყველა არასწორ ვერსიას გააჩნია აღნიშნული სამსახურის და მისი ღირსეული თანამშრომლების დისკრედიტაციის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანი. აღნიშნული ცრუ ვერსიების გავრცელების უკან კი დგანან პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფები და კონკრეტული მედია საშუალებები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავტომობილების გადაადგილება აღნიშნულ მარშრუტზე ხორციელდება ყოველდღიურად, რაც უკავშირდება თანამშრომლების მიერ დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად და ღირსეულად შესრულებას. 
მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ ჯგუფს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოებაში არსებული ინტერესის გათვალისწინებით, დაელოდონ გამოძიების შედეგებს, რომელიც აუცილებლად მოჰფენს ნათელს საზოგადოებისთვის ყველა დღემდე უცნობ დეტალს.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი ახალგაზრდას ოჯახს." ნათქვამია განცხადებაში.

"მთავარი არხის" ინფორმაციასთან დაკავშირებით, განცხადება საქართველოს პროკურატურამაც გაავრცელა, სადაც ასევე დადასტურებულია სუს-ის კუთვნილი მანქანების გადაადგილება კონკრეტულ მონაკვეთზე, ბაჩალიაშვილის გაუჩინარების დღეს. როგორც პროკურატურის განცხადებაში წერია, ავტომანქანები რუსთავის გზატკეცილზე, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ, ამის შემდეგ კი​ თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან გადაუხვიეს და შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე შევიდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი