"ქართული ოცნების" მორიგი ფარსი. ანტიკორუფციული ბიურო საჯარო მოხლეების ქონებრივი დეკლარაციების შესწავლას იწყებს. სია 300-კაციანია და მასში უმაღლესი რანგის საჯარო მოხელეები, პარტიული ლიდერები და მოსამართლეები შედიან. ამ პროექტის გაცხადებული მიზანია კორუფციასთან ბრძოლა და პარალელურად ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოებაში მიიჩნევენ, რომ პროექტი ჩასავარდნად არის განწირული. კორუფციის მკვლევარები დარწმუნებული არიან, რომ ანტიკორუფციული ბიურო, რომლის უფროსიც სულ ცოტა ხნის წინ თავად ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა, არ ან ვერ გამოავლენს კორუფციას ხელისუფლების უმაღლეს დონეზე.