ბათუმში საკონდიტრო მაღაზიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

ბათუმში მდებარე საკონდიტრო მაღაზია "დონას" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. 35 წლამდე ასაკის ქალი ამ დროისათვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

საკონდიტრო "დონა" ბათუმში საკმაოდ ცნობილი ადგილია, რომელსაც ყოველდღე ასობით მომხმარებელი ჰყავს. თანამშრომლის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. მაღაზიის სხვა თანამშრომლებს კი ტესტირება უტარდებათ.

მაღაზიის მენეჯერის თქმით, ინფიცირებული ქალი 5 დღის წინ თავს შეუძლოდ გრძნობდა, რის გამოც ცხელების ცენტრს მიმართა.

27 აგვისტოდან თანამშრომელი სამსახურში არ ყოფილა. თანამშრომლების ნახევარს ჩაუტარდათ გუშინ ტესტირება, ნახევარს უტარდება ამ წუთას და ყველა გადადის თვითიზოლაციის რეჟიმში, - ამბობს საკონდიტროს მენეჯერი.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა, ამ დროისთვის, 1510-ია.

მსოფლიოში კი კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 25 მილიონს გადააჭარბა, 850 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი