რუსეთსა და ჩინეთში შექმნილი COVID-19-ის ვაქცინები არაეფექტურია - ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნა

გამოქვეყნდა:

რუსეთსა და ჩინეთში შექმნილი COVID-19-ის ვაქცინები მეცნიერებმა შეისწავლეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ვაქცინები შეიცავენ სეზონური გაციების ანტისხეულებს, რომლებიც ადამიანთა უმეტესობის ორგანიზმში ისედაც არსებობს. შედეგად, საეჭვოა მათი ეფექტურობა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად. 

ამ ქვეყნებში შექმნილი ვაქცინები უბრალო მოდიფიკაციებია გავრცელებული ვირუსის სახელად ადენოვირუსი Ad5. ჯონ ჰოპკინსის უნივერისტეტის მკვლევარმა Reuters-თან საუბრისას აღნიშნა, რომ მსოფლიო მოსახლეობის უდიდეს ნაწილს Ad5-ისადმი იმუნიტეტი უკვე აქვს გამომუშავებული. მკვლევარი ამბობს, რომ COVID-19-სთვის მათი ეფექტურობა მხოლოდ 40%-იანია.

ამჟამად მსოფლიოში 233 ვაქცინა მუშავდება, მათ შორის, ოქსფორდის უნივერსიტეტის, AstraZeneca-სა და Johnson & Johnson’s მიერ. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის, კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 25 მილიონს გადააჭარბა, 850 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 18 მილიონამდე კი გამოჯანმრთელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი