ბელგოროდში მომხდარ ავიაკატასტროფაზე უკრაინის უშიშროებამ გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

უკრაინის უშიშროების სამსახურმა, ბელგოროდში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე - ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის მუხლით. უკრაინის სპეცსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად ავიაკატასტროფის ყველა გარემოების დასადგენად ღონისძიებების კომპლექსი ტარდება. შეგახსენებთ, უკრაინა ჯერ კიდევ არ ადასტურებს რუსეთის მტკიცებას, რომ რუსულ სამხედრო- სატრანსპორტო თვითმფრინავის, ილ-76-ის ბორტზე უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, რომლებიც რუს ტყვეებში უნდა გაეცვალათ. ავიაკატასტროფა გუშინ, 24 იანვარს მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი