ქართული დიასპორის ხელმძღვანელი რუსეთის ფედერაციაში, დავით ცეცხლაძე რუსულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ პრემიერ ღარიბაშვილს დიასპორის დღეზე დასასწრებად მიწვევას გაუგზავნიან. ცეცხლაძე იმედოვნებს, რომ ღარიბაშვილი ამ "თხოვნას უყურადღებოდ არ დატოვებს":
"ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ქართული დიასპორის მთავარ ღონისძიებებზე ჩამოვიდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი. დიასპორის დღეს ქართული დიასპორის წარმომადგენლები რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოდიან. ცუდს ვერაფერს ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები თანამემამულეების ასეთ გრანდიოზულ შეხვედრებს დაესწრონ. წელს ჩვენ გავუგზავნით მოწვევას საქართველოს პრემიერმინისტრს და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თხოვნა უყურადღებოდ არ დარჩება" ამბობს ცეცხლაძე.