საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ არჩევნები რუსული გავლენისგან დაიცვას - კელი დეგნანი

გამოქვეყნდა:

აშშ-ს ელჩი საქართველოში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საჩვენებელ სწავლებას დაესწრო.

კელი დეგნანის თქმით, წვრთნებმა წარმატებულად ჩაიარა, მსგავსი ღონისძიებები კი ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, აშშ-ს ელჩმა რუსეთის მხრიდან ოქტომბრის არჩევნებში შესაძლო ჩარევებზეც ისაუბრა.

რუსეთის მხრიდან განხორციელებული მოქმედებებიდან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ არცერთი ქვეყანა არ არის დაცული მათი ჩარევისგან არჩევნებზე. ქვეყანამ და მისმა მოსახლეობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ დაიცვას საარჩევნო სისტემა მათი გავლენისგან, - განმარტა დეგნანმა.

საჰაერო ბრიგადის კაპიტანმა ლორენს კეივინმა კი აღნიშნა, რომ წვრთნებში მონაწილეობა საჰაერო ბრიგადის 200-მა წევრმა მიიღო, მიმდინარე ღონისძიებები კი "ღირსეული პარტნიორობის" წვრთნების ნაწილია, რომლებიც დიდი ხანია, საქართველოში ტარდება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. პრეზიდენტმა განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი