
შვედეთის პრემიერმინისტრი, ულფ კრისტერსონი, უნგრელ კოლეგას, ვიქტორ ორბანს, მოწვევაზე დათანხმდა. ამის შესახებ შვედეთის მთავრობამ განაცხადა. ცნობილი ხდება, რომ კრისტერსონმა ორბანს მომავალ კვირას, ბრიუსელში შეხვედრა შესთავაზა. მხარეები შეხვედრაზე შვედეთის NATO-ში გაწევრიანებასა და სხვა ორმხრივ საკითხებს განიხილავენ.
"გეთანხმები, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო ინტენსიური დიალოგი სასარგებლო იქნება", - აღნიშნა შვედეთის პრემიერმინისტრმა.
როგორც Ukrinform-ი იტყობინება, 23 იანვარს უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა შვედეთის პრემიერ მინისტრი ულფ კრისტერსონი ბუდაპეშტში მიიწვია, რათა განეხილათ შვედეთის განაცხადი NATO-ში გაწევრიანების შესახებ. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ განაცხადეს. თურქეთის პარლამენტმა სამშაბათს რატიფიცირება მოახდინა შვედეთის წინადადებაზე NATO-ში გაწევრიანების შესახებ, რითაც მოხსნა ძირითადი დაბრკოლება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებისთვის 20-თვიანი დაგვიანების შემდეგ. ამრიგად, უნგრეთი NATO-ს წევრი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არ აქვს რატიფიცირებული შვედეთის განაცხადი.