ირაკლი ღარიბაშვილს მოსკოვში ეპატიჟებიან. საქართველოს პრემიერმინისტრმა ფაქტობრივად არაოფიციალური მიწვევა მიიღო ადამიანისგან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია კრემლსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობებში. რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე ინტერვიუში "დალმა ნიუსთან" ამბობს, რომ მოწვევას უგზავნის საქართველოს პრემიერმინისტრს და იმედი აქვს, თხოვნა უყურადღებოდ არ დარჩება.
ეს გზვნილი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს იმ ფონზე, რომ სწორედ ცეცხლაძეა ადამიანი, ვისი დაანონსებული ქართულ-რუსული პროექტები ყოველთვის განხორციელდა. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ სწორედ ამ ფორმით, არაფორმალურ დონეზე მიღებული მოწვევით გადადგას პირველი ღია ნაბიჯი "ქართულმა ოცნებამ" კრემლის მიმართულებით.