აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებმა ჰუთების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს

გამოქვეყნდა:

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებმა, იემენში, ჰუთების ძირითადი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) შეტყობინებაში წერია.

"დღეს, OFAC-მა დააწესა სანქციები ანსარალას ძალების მთავარ მაღალჩინოსნებს, რომლებიც საყოველთაოდ ცნობილია როგორც ჰუთები, კომერციული გემების წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტების მხარდაჭერისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, დაზუსტებულია, რომ შეზღუდვები დაწესდა მაღალი თანამდებობის ოთხი პირის მიმართ, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ჰუთებს კომერციულ გემებზე თავდასხმაში და სამოქალაქო ეკიპაჟის მძევლად აყვანაში. ამგვარად, ე.წ თავდაცვის მინისტრი, ჰუთის ძალების მეთაური, სანაპირო დაცვის ძალების მეთაური და შესყიდვების დირექტორი, რომელიც მონაწილეობდა ირანიდან რაკეტების, უპილოტო საფრენი აპარატების და სხვა იარაღის კონტრაბანდაში, მოხვდნენ სანქციების სიაში.

აშშ-ის ხაზინის ცნობით, სანქციები დააწესა დიდმა ბრიტანეთმაც "მაღალი რანგის" ჰუთების წინააღმდეგ.

17 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჰუთები ტერორისტული დაჯგუფების სიაში შეიყვანა, რომელიც ძალაში 16 თებერვალს შევა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი