თეირანის საავადმყოფოში ძლიერი ხანძარი გაჩნდა

გამოქვეყნდა:

ირანში, თეირანის საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმა შენობის გარე ფასადი მოიცვა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს.

სახელმწიფო ტელევიზიას თეირანის სახანძრო დეპარტამენტის სპიკერმა, ჯალალ მალეკიმ განუცხადა, რომ ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამჟამად მიმდინარეობას გამოძიება.

"ჯერჯერობით, ჩვენ არ მიგვიღია ინფორმაცია მძიმედ დაშავებულების შესახებ. ხანძარი ძირითადად საავადმყოფოს შენობის გარე ნაწილს შეეხო", - თქვა მალეკიმ.

ხანძარი, ამ დროისთვის, ლოკალიზებულია. მანამდე, სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ საავადმყოფოში ევაკუაცია მიმდინარეობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი