
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების დოკუმენტს, რომლის რატიფიცირებაც ორი დღის წინ თურქეთის პარლამენტმა მოახდინა, ხელი მოაწერა.
ერდოღანის ხელმოწერამ შვედეთი NATO-ში გაწევრიანების მიზანს დაუახლოვა. ამ დროისთვის, უნგრეთი ერთადერთ ქვეყნად რჩება, რომელსაც ეს გადაწყვეტილება არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ შვედეთმა 2022 წლის გაზაფხულზე რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთთან ერთად NATO-ში წევრობის განაცხადი შეეტანა. მანამდე ეს ორივე ქვეყანა პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ათწლეულობით იცავდა, თუმცა NATO-სთან მჭიდროდ თანამშრომლობდა.