მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. უწყების თქმით, მას პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს.
უწყების ცნობით, 17:00 საათზე მედიისთვის გაკეთდება საქართველოსა და სომხეთის პრემიერმინისტრების ერთობლივი განცხადებები.
"ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა, რომლის შემდეგაც, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაურების ხელმძღვანელობით გაიმართება საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა," - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.