9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით "ოცნება" პირველ სამუშაო შეხვედრას ორშაბათს გამართავს | რას ამბობენ პარტიები და NGO-ები

გამოქვეყნდა:

როგორ აპირებს ხელისუფლება 9 დათქმის შესრულებას - მას შემდეგ, რაც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო მმართველი პარტია პირველ სამუშაო შეხვედრას ორშაბათს გამართავს. "ქართული ოცნება" შეხვედრაზე ოპოზიციას და მესამე სექტორსაც იწვევს. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მიწვევა ჯერ არ მიუღიათ. "საქართველოსთვის" ამბობს, რომ პროცესში მონაწილეობის მიღებას აპირებენ. "ლელოს" პოზიციაა, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვინ მიიღებს სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობას და ვინ არა, რადგან მთავარი "ოცნების" მხრიდან გადასადგმელი  ნაბიჯებია.

"მთავარი საკითხი არის "ქართული ოცნება" არის თუ არა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ 9 რეფორმის გამტარებელია და ჩემი პასუხია, რომ "ქართული ოცნება", რომელიც რუსეთის ინტერესს ემსახურება და არა საქართველოს ინტერესს და საქართველოს ევროინტეგრაციას, არ არის ამ 9 რეფორმის გამტარებელი", - ამბობს "ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი.

"საქართველოსთვის" წევრი, მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ აპირებენ გაიგონ რა უნდა ხელისუფლებას, როგორ ხედავენ 9 დათქმის შესრულების პროცესს. 

"მოლოდინი იმის, რომ ოცნება რაღაც განსაკუთრებულად ეცდება, რომ ეს რეფორმები შეასრულოს, მე არ მაქვს, ჩვენ გუნდს ასეთი მოლოდინი არ აქვს, თუმცა ვნახოთ, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ყველა ფორმატს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ იქნება ეს ნება, რაიმე ფორმით იძულება, ვცადოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ოცნებამ რაიმე რეფორმა მაინც გაატაროს", - ამბობს ის.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლაშა ფარულავა ამბობს, რომ "ოცნების" მიზანი არაა 9 დათქმის შესრულება და ევროინტეგრაცია. 

"მათი მთავარი ამოცანა არის ხელისუფლებაში ყოფნა და ქართველი ხალხის ძარცვა. ეს წელი იქნება დიდი ცვლილებების წელი, რა თქმა უნდა, ცვლილებებს მოჰყვება ის, რომ 9 პუნქტის შესრულებას დავიწყებთ, მათ შორის შევქმნით მაღალანაზღაურებად სამუშო ადგილებს, ევროპულ სტანდარტებს და ევროპული ტიპის ღირსეული ცხოვრების პირობებს", - ამბობს ფარულავა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ აქვთ მუშაობის მზაობა, თუმცა მიწვევა ჯერ არც მათ მიუღიათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი